მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქცია სამ თვეში დასრულდება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ თვეში დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სადგური მიმდინარე სამუშაოების გამო სამი თვით დაიკეტა.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობასა და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი, დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები