მთავრობის წარმატების კვლევის შედეგები გამოქვეყნდა
კომპანია „აიფიემ კვლევები“ აგრძელებს “მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევას, პროექტი არის უწყვეტი, ხოლო კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ყოველთვიურად. კვლევის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის მიერ მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების წარმატების შეფასება, შესაბამისად კვლევის სახელწოდებაა GSI (government success index- მთავრობის წარმატების ინდექსი),
კვლევის ფარგლებში მოხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:
• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
• წარმატების მოლოდინის ინდექსი
• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
კვლევის მეექვსე ტალღა ჩატარდა დეკემბრის თვეში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:
• ჯანდაცვის სფერო;
• განათლება და მეცნიერება;
• ეკონომიკური საქმიანობა ;
• დასაქმება;
• სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა (მათ შორის პენსიონერებზე);
• საგარეო ურთიერთობები ;
• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი;
• პოლიცია;
• ადამიანის უფლებები;
• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი;
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში, ერთი თვის განმავლობაში, განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია, თითოეულ სფეროში, დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე;
წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე;
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე;
2014 წლის დეკემბერში მთავრობის საქმიანობის რეიტინგმა, ყველა სფეროში, დაიკლო
ქვემოთ მოცემულია 2014 წლის დეკემბრის მთავრობის საქმიანობის მიმდინარე ეფექტურობის (1), წარამატების მოლოდინის (ინდექსები და მთავრობის საქმიაონობის რეიტინგის) მნიშვნელობები. განსხვავებით ოქტომბრის თვისა, მთავრობის საქმიანობის სარეიტინგო მაჩვენებელი იკლებს ყველა სფეროში.
დეკემბრის მონაცემებით, თბილისში ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის (600 ზრდასრული რესპოდენტი) შედეგად ჩანს, რომ ჯანდაცვის სფეროს მიმდინარე ეფექტურობის ინდექსი ისევ იზრდება, და 24%-ს უტოლდება. განათლების სფერი ისევ იკლებს და ნულოვან ნიშნულზე შეჩერდა, დაიკლო დასაქმების, საგარეო ურთიერთობების ინდექსებმაც, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩატარებული საქმიანობების სფერომ, თუმცა გაიზარდა პოლიციისა და ადამიანის უფლებების ინდექსები.
2014 წლის ბოლო სამი თვის შედარებითი გრაფიკი
მნიშვნელოვნად უარესდება წარმატების მოლოდინის ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ გამოკითხულთა სულ უფრო ნაკლები რაოდენობა არის დარწმუნებული, რომ მთავრობის საქმიანობა მომავალში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ქვემოთ გრაფიკზე ჩანს, რომ უკლებლივ ყველა ინდექსი ვარდება, თითქმის პროპორციულად ყოველი საქმიანობისადმი.
როგორც უკვე მკითხველისთვის ცობილია, მაღლა მოცემული ორი ინდექსის ბაზაზე (საქმიანობის მიმდინარე ეფექტურობისა და წარმატების მოლოდინის ინდექსები) ფორმირდება მთავრობის საქმინობის რეიტინგი, რომლის მაჩვენებლები, თვეების მიხედვით, ქვემოთაა მოცემული
როგორც გრაფიკზე ვხედავთ, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი მაქსიმალურ მნიშვნელობას ჯანდაცვის სფეროში აღწევს (17%), ხოლო მინიმალურს დასაქმებაში (3%).
მთავრობის საქმიანობის რეიტინგის ინდექსის მნიშვნელობების დინამიკა, თვეების მიხდვით, ქვემოთაა მოცემული, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2014 წლის ოქტომბერში პრაქტიკულად ყველა საქმიანობა, გარდა საგარეო ურთიერთობებისა, მატებით ხასიათდებოდა, როცა დეკემბერმა საპირისპირო შედეგი მოგვცა, ყველა საქმიანობის რეიტინგმა იკლო.
GS Index – მთავრობის საქმიანობის რეიტინგის დინამიკა