“ქართულმა სცენამ და ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თემურ წიკლაურის გარდაცცალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“თემურ წიკლაურს წილად ხვდა ბედნიერება, ყოფილიყო ქართველი ხალხის საყვარელი შემოქმედი, რომელსაც პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საქართველოს არწივი შეარქვეს. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება და გაცოცხლებული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩება ისტორიას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.