სერგო ჩიხლაძე: ოპოზიციის დღის წესრიგი არ იცვლება
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი არ იცვლება.
მისივე თქმით, მოლაპარაკების და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის გარეშე “სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში არ შევა.
“შეაჩერებს მანდატებს, თუ არ შეაჩერებს, ოპოზიციის დღის წესრიგი, “სტრატეგია აღმაშენებლის” დღის წესრიგი, არ იცვლება. პოლიტპატიმრების მუხლიც არაა შესრულებული, შეგახსენებთ, რომ ეს ხალხი გირაოთია გაშვებული და ნებისმიერ მომენტში შეიძლება შიგნით შეაბრუნონ და საერთოდ, გადაუწყვეტელია იგივე – გიორგი რურუას საკითხი. მოლაპარაკების და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის გარეშე, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების საკითხზე – ამის გარეშე “სტრატეგია აღმაშენებელი” არსად არ შევა”, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.