თბილისში, ი. გოგებაშვილის №30-ში რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა
მთაწმინდის რაიონში, ი. გოგებაშვილის №30-ში რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა.
აღნიშნულ მისამართზე ნაყარი მიწის ჩამოშლის შედეგად, კედლის მოწყობა გახდა საჭირო, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 194 000 ლარი გამოიყოფა.