თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი გაიხსნა
სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობას აქტიურად აგრძელებს. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული კიდევ ერთი სპორტული მოედანი ქინძმარაულის ქუჩაზე გაიხსნა. ახალი მინი სტადიონი სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 53 154 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „პარმა“ განახორციელა.