ეკატერინე ტიკარაძე: გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს

“გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო ობიექტების გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს.

„ვგეგმავთ, რომ 1-ლი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იმავე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად, გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები