დაბა აგარაში გზის ასფალტირება დაიწყო

ქარელის მერიის ინფორმაციით, დაბა აგარაში გზის ასფალტირება დაიწყო.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა დაბა აგარაში გზის ასფალტირების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გზა #1-ზე დაიგება 427 გრძ. მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა მიერთებებზე და ეზოში შესასვლელებზე. გზის გვერდულები შეივსება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი და საფუძვლის მოსაწყობი სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,იბოლია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები