სერგო ჩიხლაძე: ირაკლი კობახიძე იმას გვთავაზობს, რაზეც სამი თვის წინ უარი გვითხრა

“კობახიძე იმას გვთავაზობს, რაზეც სამი თვის წინ უარი გვითხრა, როდესაც ლეგალურად ამის მოგვარება შეიძლებოდა”, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თებერვლის პირველივე კვირაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„კობახიძე იმას გვთავაზობს, რაზეც სამი თვის წინ უარი გვითხრა, როდესაც ლეგალურად ამის მოგვარება შეიძლებოდა. ახლა შეუძლებელია, ეს პროცესი ჩაკეტილია, სამი თვით უკან ხომ ვერ დაბრუნდება სასამართლო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაშინ უნდა გააუქმოს ის შედეგები და მივიდეთ პირველი-ორი-სამი ნოემბრის დღეებში, როდესაც ჩვენ ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები