ჯუზეპე პატერნო – ყველაზე ხნიერი იტალიელი სტუდენტი

ჯუზეპე პატერნომ პალერმოდან ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა და სწავლა 96 წლის ასაკში დაამთავრა. ის იტალიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ყველაზე ხნიერი სტუდენტია. ჯუზეპე პატერნო, ან როგორ მას უწოდებენ, დოქტორი პატერნო, ორი შვილის მამა და 4 შვილიშვილის ბაბუაა. ის 1923 წელს დაიბადა და უნივერსიტეტში 2017 წელს ჩააბარა. პატერნო ყოველთვის მაღალ ქულებზე სწავლობდა.

„მე მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ამიტომ მუშაობის დაწყება 7 წლის ასაკში მომიწია. 16 წლის ასაკში მამა დავარწმუნე, რომ სასწავლებლად გავეშვი, მაგრამ დიდხანს არ გასტანა ჩემმა განათლებამ. მოგვიანებით, საღამოს სკოლას დავბრუნდი, მაშინ უკვე 30 წლის ვიყავი და გამოცდების ჩაბარებაც შევძელი. შემდეგ ისევ სამსახური, ოჯახი… პენსიაზე გასვლის შემდეგ ვიგრძენი ცოტაოდენი თავისუფლება. სასწავლო კურსებზე დავიწყე სიარული და საკუთარი წიგნიც დავწერე. ისტორია ბიჭებზე პაპირეტოს ქუჩიდან, რაიონიდან, სადაც მე გავიზარდე, ჩემი ისტორია… შედეგად მივიღე ტექსტი, რომელიც ერთმა პატარა გამოცემამ დაბეჭდა, სულ რაღაც 200 ეგზემპლარი. მაშინ მივხვდი, რომ ცოდნა და გამოცდილება მაკლდა და უნივერსიტეტში სხვადახვა კურსებზე ჩავეწერე“- ჰყვება პატერნო.

მიუხედავად იმისა, რომ სინიორ ჯუზეპეს თავისი კომპიუტერი აქვს და შვილმა ინტერნეტიც ჩაურთო, ის მაინც თავის საბეჭდ მანქანაზე მუშაობას ამჯობინებს. როგორც ჯუზეპე ამბობს, შვილებმა იგი „ფეისბუქზეც“ დაარეგისტრირეს, მაგრამ მას ეს არ მოსწონს.

„ისწავლეთ, ისწავლეთ და კიდევ ერთხელ ისწავლეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ – ურჩევს ჯუზეპე ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები