ანრი ოხანაშვილი: „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაბალანსებულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაბალანსებულია.

მისი თქმით, ბალანსი დაცულია, რომ, ერთი მხრივ, კონკრეტულ პირებს შეღავათი გაეწიოთ და, მეორე მხრივ, ეს ისე მოხდეს, რომ თანამოქალაქეებისა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

„ვფიქრობ, მეორე მოსმენის ფარგლებში მივიღეთ დაბალანსებული მოდელი, ერთი მხრივ, კონკრეტული პირებისთვის შეღავათის გაწევასა და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას შორის. ბალანსი დაცულია, რომ, ერთი მხრივ, კონკრეტულ პირებს შეღავათი გაეწიოთ და, მეორე მხრივ, ეს ისე მოხდეს, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. ეს სულისკვეთებაა ამ პროექტში და ამიტომ არ ეხება მკვლელობას, წამებას, გაუპატიურებასა და ისეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს, რომლებიც ქმნიან რისკს გარკვეული უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება სამომავლო რისკებს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება, მოხდეს ამნისტიის აქტის გამოცხადება და შესაძლებელია, გარკვეული რისკები თან ახლდეს, თუნდაც, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ამნისტირება მოხდეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ პოლიცია, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებენ და ამ რისკის წინაშე ჩვენი საზოგადოება არ უნდა დადგეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები