ცნობილი ფოტოები და მათი ავტორები – რას ამბობენ ისინი საკუთარ ნამუშევრებზე
264
ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნებას, ადამიანში საოცარი ემოციების გამოწვევა შეუძლია. შედევრები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფოტოგრაფს გადაუღია, ზოგჯერ „გვაიძულებენ“, საათობით ვუცქიროთ მათ და თითქოს, ცხადად წარმოვიდგინოთ ისტორიები, რომლებიც მათ უკან იმალება, ვიგრძნოთ მათი ავტორების ემოციები და ამ დროს ჩვენშიც შეიცვალოს რაღაც, რასაც სახელი შესაძლოა, ვერასდროს მოვუძებნოთ.
ფოტოების უმეტესობა, რომელთაც ახლა წარმოგიდგენთ, ალბათ, ნანახი გაქვთ, თუმცა არ იცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ უკან დგანან. გაცნობითი ხასიათის ფოტოსერია ამერიკელ ფოტოგრაფს, ტიმ მანტოანის ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა, ცნობილი ნამუშევრები და მათი ავტორები ერთად გადაეღო და ფოტოებთან ერთად, ის მცირე ინფორმაციაც მიეთითებინა, რასაც ავტორები საკუთარი შედევრების შესახებ თავად იხსენებდნენ. როგორც მანტოიანიმ პორტალ boredpanda-ს გაუმხილა, ამ პროექტზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. მთელი ამ დროის მანძილზე მან 150-ზე მეტი ფოტოგრაფის გადაღება შეძლო.