ზვიად შალამბერიძე: ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ასეთი სულიერი მამა და წინამძღოლი ჰყავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„4 იანვარი კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა, შეგვიძლია, უსასრულოდ ვისაუბროთ მის ღვაწლზე ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცების საქმეში ისევე, როგორც მის სამაგალითო მოღვაწეობაზე, თავმდაბლობასა და სულგრძელობაზე. მაგრამ ვფიქრობ, სრული სიზუსტით გაგვიჭირდება, ალბათ, იმის გადმოცემა, რასაც პატრიარქი წარმოადგენს ჩვენი ერისთვის. ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ასეთი სულიერი მამა და წინამძღოლი ჰყავს.

ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 88 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას, მხნეობას, კეთილდღეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ერისა და ბერის საიმედოდ. ამ წლების მანძილზე საქართველომ არაერთხელ იგრძნო მისი იმედიანი სიტყვის ძალა, მისი ლოცვის მადლი და მინდა, ვისურვო, რომ ეს ბედნიერება კიდევ დიდხანს არ მოშლოდეს ჩვენ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს”, – აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები