ისანში, საექიმოს N9-ში კორპუსის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, საექიმოს ქუჩა N9 – ში კორპუსის გამაგრების სამუშაოები დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი შიდა ქსელი, ასევე, კრინაბეტონის კედლები და კოლონები მოეწყო, გამაგრდა საძირკველი. კედლები გაილესა და შეიღება.
სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 527 307 ლარით დაფინანსდა.
დასრულებულ პროექტს ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე და გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები