თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ეზოში მწვანე ნარგავები დაირგო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, ნაძალადევის რაიონში არსებულ 133-ე საჯარო სკოლის ეზოში მწვანე ნარგავები დაირგო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული და ზეხმელი 55 ძირი ფიჭვი ხე მოიჭრა, რომელთა სანაცვლოდაც, ჯამურად, სხვადასხვა სახეობის 77 ძირი ახალი მწვანე ნარგავი დაირგო.
გამწვანების სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები