ტაქსის მძღოლები უფასო PCR ტესტირებას გაივლიან

“ვინაიდან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგუფად განისაზღვრა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სწრაფი ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დაახლოებით, 18 000 ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება. ტესტირება მათთვის უფასო იქნება. მნიშვნელოვანია, დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები