მერია ბუკიის ბაღის რეაბილიტაციასა და გასხვისებული სივრცეების დაბრუნებას გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. მერის განმარტებით, ბაღში არსებული მდგომარეობა მძიმეა და მისი ტერიტორიის ნაწილი კერძო საკუთრებაშია.

„არსებული მდგომარეობა ამ ბაღში ძალიან მძიმეა და მიხარია, რომ ეს სივრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია მოიცავს სივრცეებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კერძო საკუთრებაშია. ეს მაშინდელი გასხვისებულია, როცა სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ ჩვენს ქალაქს. სამწუხაროდ, იცით არაერთი ფაქტი, როცა ხდებოდა სკვერებისა და პარკების გასხვისება და შემდეგ სხვა მიზნით გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტმა ეს სივრცეები დაიბრუნოს და შემდეგ ერთიანი გეგმით მოხდეს მოწესრიგება. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება დასვენების, გართობისა და განმუხტვის შესაძლებლობა. დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს მწვანე სივრცეები სჭირდება”, – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები