თბილისში, ვერაზე საყრდენი კედელი მოეწყო
მიმდინარე წლის განმავლობაში მთაწმინდის რაიონში საყრდენი კედელი 14 მისამართზე მოეწყო.
ერთ-ერთი პროექტი ვერაზე, ი. გოგებაშვილის ქუჩა №43-ში განხორციელდა, სადაც რკინა-ბეტონის კედელი მოეწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
სამუშაოები კორტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 119963 ლარი გამოიყო.