თბილისში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N28 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N28 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, ასევე, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი და განათების ქსელი. სკვერი გამწვანდა, დაირგო ბუჩქები.
მიმდინარე წელს ვაკის რაიონის გამგეობის მიერ, ჯამურად, 24 დასასვენებელი სივრცის პროექტი დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები