საქართველოს აეროპორტების გაერთიანება “საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის 2020“-ის შერჩეულ მონაწილედ დასახელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ფინანსური გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსში (BARTA) შერჩეულ მონაწილეთა შორის დასახელდა.

კომპანიამ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო-2020“-ის კონკურსში მონაწილეობა პირველად მიიღო კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები, სადაც 500-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და საქართველოს აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა – თამარ არჩუაძემ ორგანიზატორებს კომპანიის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა, გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს ჩვენი კომპანიის კონკურსში ჩართვისა და აღიარებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსგავს კონკურსში წელს პირველად ჩაერთო და მოხარულები ვართ, რომ პირველსავე წელს შერჩეულ მონაწილეთა შორის მოვხვდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ფინანსური ანგარიშები იყოს სრულიად გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებს”, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

ყოველწლიური ღონისძიება კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვისა და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები