გივი მიქანაძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული მოქალაქეებისთვის შეღავათების საკითხებით დაინტერესდა

„ჩემი შეკითხვა უშუალოდ ეხება იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც 2021 წელს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში სწორედ იქ დასახლებულ ჩვენს მოსახლეობის შეღავათებს, შემდგომი სოციალური პაკეტებით უზრუნველყოფას, პენსიების ზრდას უკავშირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტმა განსაკუთრებული აქცენტები გააკეთა მაღალმთიან რეგიონებში დასახლებულ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ჩვენ მივიღეთ სპეციალური კანონი და უფრო მეტიც, წინა მოწვევის პარლამენტში ჯერ კიდევ მიმდინარე წელს, 2020 წელს შევიტანეთ ცვლილებები, რომლითაც კიდევ უფრო გავაფართოვეთ არეალი იმ დასახლებების, რომელთაც ეს სტატუსი აქვთ მინიჭებული. დღეისათვის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 1796 დასახლებას დასახლებას აქვს ეს სტატუსი მინიჭებული და ეს საქართველოს დასახლებული პუნქტების 47%-ს შეადგენს, სადაც ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 9-10% არის დასახლებული და იქ მოღვაწეობენ. ჩემი შეკითხვა უშუალოდ ეხება იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც 2021 წელს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში სწორედ იქ დასახლებულ ჩვენს მოსახლეობის შეღავათებს, შემდგომი სოციალური პაკეტებით უზრუნველყოფას, პენსიების ზრდას უკავშირდება იმიტომ, რომ პირველ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პარტიის პროგრამა იყო წარმოდგენილი, იქ ასევე დაანონსებული იყო, რომ პენსიების და სხვადასხვა მიმართულებების მხრივ ეს მიმართულებები კიდევ უფრო განვითარდებოდა, ამიტომ, მადლობელი ვიქნები, თუ მომაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რაც, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმ 350 ათასამდე ჩვენი მოქალაქისთვის, რომელიც ამ სტატუსით და შეღავათებით სარგებლობს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები