“ჩემი მთავარი საზრუნავი ყოველწლიურად არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების ადეკვატური ასახვა ბიუჯეტში – ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული ხედვა ივლისის შემდეგ”

„ანტიკრიზისული გეგმიდან გარკვეულ ჯგუფებზე გაწეული მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც ბალანსდება სოციალური პაკეტის პოლიტიკის ეს მიმართულებები, თუმცა მე მინდა გთხოვოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ მივუბრუნდეთ ამ საკითხს რადგან ეს პროგრამა არის 6 თვიანი, დაიწყება იანვრიდან და მთავრდება ივლისში, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული ხედვა ივლისის შემდეგ”,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.

„ჩემი მთავარი საზრუნავი ყოველწლიურად არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების ადეკვატური ასახვა ბიუჯეტში, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ წინა მოწვევის პარლამენტშიც ამ მხრივ ფინანსთა სამინისტროსთან საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობდით, ამისი მაგალითი არის ის რომ თუნდაც სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი იმ ოთხი წლის ციკლში გაიზარდა თითქმის 80%-ით და ოცდაორი მილიონი ლარიდან 38 მილიონ ლარამდე ავიდა ეს იყო მნიშვნელოვანი პროგრესი.

რაც შეეხება ამ მხრივ ჩემს პოზიციას როდესაც შშმ პირების უფლებებზე ვლაპარაკობთ ჩემთვის პრიორიტეტი არის დასაქმება რათა ისი იყვნენ გადასახადის გადამხდელები და არა პენსიის მიმღები პირები, თუმცა იმ ფონზე როცა დასაქმების პრობლემებია განსაკუთრებით ეპიდვითარების შემთხვევაში, ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურად ჩანს.

ცხადია რომ ანტიკრიზისული გეგმიდან გარკვეულ ჯგუფებზე გაწეული მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც ბალანსდება ასე ვთქვათ სოციალური პაკეტის პოლიტიკის ეს მიმართულებები, თუმცა მე მინდა გთხოვოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ მივუბრუნდეთ ამ საკითხს რადგან ეს პროგრამა არის 6 თვიანი დაიწყება იანვრიდან და მთავრდება ივლისში, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული ხედვა ივლისის შემდეგ რას ვაკეთებთ და ვთქვათ რა სერვისებს შევთავაზებთ შშმ პირებს, ამიტომ უნდა მოვუბრუნდეთ ამ თემებს რომ ივლისში უკვე მზად ვიყოთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები