მაია ბითაძე მწვანე ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავრობის ხედვით დაინტერესდა
“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ფინანსთა მინისტრისგან საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და მწვანე ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავრობის ხედვით დაინტერესდა.
„მესმის, რომ, პანდემიიდან გამომდინარე, ვიმყოფებით ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში და ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან ბევრი გამოწვევაა. ისიც კარგად გვესმის, რომ სესხების უმრავლესობა, რომლებიც საფინანსო ინსტიტუტებიდან არის აღებული, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისთვის და, მათ შორის, ტექნიკის გადაიარაღებისთვის არის მიმართული. ჩემი კითხვა მდგომარეობს, თუ როგორია მთავრობის და პირადად თქვენი ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში მას შემდეგ, რაც გადალახული იქნება პანდემიური სიტუაცია? როგორია მთავრობის ხედვა მწვანე ბიუჯეტთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ გარდა იმ ვალდებულებებისა, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გვაქვს აღებული, მთელს მსოფლიოში ბიუჯეტები იგეგმება ახალი მიმართულებებით რასაც მწვანე ბიუჯეტი ჰქვია, სადაც ძალი დიდი როლი უკავია, მათ შორის, გარკვეულ საგადასახადო წახალისებებს. თქვენ ისაუბრეთ, რომ გადასახადების ზრდა და შეღავათები არ იგეგმება, თუმცა, წახალისების კუთხით, იმისთვის რომ ინდუსტრიაში მწვანე მექანიზმები იყოს გამოყენებული ძალიან ბევრი ქვეყანა წახალისების მექანიზმებს მიმართავს, რათა წარმოებებმა მეტწილად გამოიყენონ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებსაც გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მინიმალური გავლენა აქვთ”, – განაცხადა მაია ბითაძემ.