წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურა კაპიტალურად რეაბილიტირდა
სამგორის რაიონის გამგეობამ წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. ასფალტის საფარი დაიგო ნაკადულის პირველ და მეორე გასასვლელებში, ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩები. სამუშაოების დასკვნით ეტაპს სამგორის რაიონის გამგებელი – კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო 10 000 კვ. მ ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარებიც. ასევე, ორი დამჭერი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე დამონტაჟდა.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, გასულ წელს სამგორის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. წმინდა ბარბარეს უბანში ყველა ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო.
საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ – „ენდი როუდი“ – განახორციელა. პროექტის შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 480 000 ლარი გამოიყო.