ვაკის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეები მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქობულეთის N21-ის მიმდებარედ და მცხეთის N31-იდან რადიანის ქუჩამდე საერთო სარგებლობის კიბეები მოეწყო. კიბეები მოპირკეთდა ფილებით დამონტაჟდა მოაჯირეები.
ორივე პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს.
დასრულებულ სამუშაოს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.