თბილისში, ბაქრაძის N11-ში ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, ბაქრაძის ქუჩის N11-ში არსებული ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 250 კვ.მ ფართობზე ამორტიზებული სავალი გზა ახალმა ასფალტის საფარმა ჩაანაცვლა.
ინფრასტრუქტურული პროექტი, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.