ზღვისუბნის III მ.რ-ში, კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში კორპუსების ეზოების მოწესრიგება გრძელდება. გზის რეაბილიტაცია დასრულდა ზღვისუბნის III მ.რ-ის IV კვარტლის N65 კორპუსის მიმდებარედ.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური. საგზაო ინფრასტრუქტურა 840 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 38 000 ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები