მთაწმინდის რაიონში საახალწლო ნობათი 2100 ბენეფიციარს დაურიგდა

მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ვეტერანებსა და უსინათლო ადამიანებს საახალწლო ნობათი დაურიგდათ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მათ პროდუქტები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გადაეცათ.
სასაჩუქრე კალათები მთაწმინდის რაიონში მდებარე 4 სასადილოში ორი დღის განმავლობაში დარიგდა.
მოქალაქეებს, ვისაც გადაადგილდება უჭირთ, გამგეობის თანამშრომლებმა აღნიშნული პროდუქტები სახლში მიუტანეს.
მთაწმინდის რაიონში ნობათი სულ 2100 ბენეფიციარს დაურიგდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები