მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც ჯანსაღად უყურებს პროცესს, პარლამენტში უნდა შევიდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც ჯანსაღად უყურებს პროცესს, პარლამენტში უნდა შევიდეს.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტი მრავალპარტიულია, უბრალოდ, ოპოზიცია საკუთარ ფუნქციას არ ასრულებს.

“ქვეყანაში მუდმივად უნდა იზრდებოდეს საარჩევნო კულტურა, საარჩევნო პროცედურები და საამისოდ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა აბსოლუტურად სერიოზული წინადადება, იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში სრულად მზად ვართ, საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დახვეწილი გვქონდეს. დიდი ნაწილი, რომელიც ჯანსაღად უყურებს პროცესს და შესაბამისად ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს, რა თქმა უნდა, ის პარლამენტში უნდა შევიდეს. საამისოდ წინაპირობები საკმაოდ მომწიფებულია. “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ შეინარჩუნებს იმ დამოკიდებულებას – დესტრუქციულს და ხშირ შემთხვევაში კრიმინალურს, რომელიც ამ დრომდე ჰქონდათ. იცით?! დღეს პარლამენტი მრავალპარტიულია, ის 9 საარჩევნო სუბიექტისგან შედგება და კიდევ მეტია პარტიების რაოდენობა, რომელიც უშუალოდ წარმოდგენილი გვყავს. უბრალოდ, მათი პოზიციაა, რომ ისინი არ ასრულებენ საკუთარ ფუნქციას და ბოიკოტის რეჟიმში დგანან”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები