„ახალი წლის დღესასწაული ძველად, საქართველოში“ – ონლაინპროგრამა ბავშვებისათვის
25 დეკემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის საშობაო ონლაინპროგრამა – „ახალი წლის დღესასწაული ძველად, საქართველოში“ გაიმართება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ნინო დათუნაშვილის პროგრამის ფარგლებში, ბავშვები, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის თანხლებით, გაეცნობიან ახალი წლის შეხვედრის უძველეს ქართულ ტრადიციებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო სუფრის სამზადისს, ახალ წელთან დაკავშირებულ სარიტუალო საგნებსა და მათ სიმბოლურ დანიშნულებას.
პროგრამა განკუთვნილია 6-დან 13 წლამდე მოსწავლეთათვის.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი მომავალშიც წარმოადგენს საშობაო ონლაინპროგრამებსა და ლექციებს, რომლებიც მრავალფეროვანია და ორიენტირებულია სხვადასხვა ასაკისა თუ ინტერესის მქონე აუდიტორიაზე.
შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმაზე. დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებელია რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3mIs1ul
პროგრამა მომზადდა ექსეტერის უნივერსიტეტისა (University of Exeter) და ხელოვნებისა და ჰუმანიტარული კვლევის საბჭოს (Arts and Humanities Research Council) ხელშეწყობით.
მონაწილეობა თავისუფალია!