სერგო ჩიხლაძე: ხელისუფლებამ, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის გამო, დასავლეთისგან ძალიან მკვეთრი გზავნილი და კრიტიკა მიიღო

“ასეთი კრიზისის პირობებში იმის მაგივრად, ეკონომიკას როგორ განვავითარებთ, კორონავირუსს როგორ დავძლევთ, რასაც პარლამენტი იღებს, არის ის, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იარსებონ თუ არა, დაფინანსება უნდა შეუწყდეთ თუ არა”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ დაფინანსების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს არაგონივრული კანონმდებლობა შეეჩერებინა.

„ხელისუფლებამ დასავლეთისგან ძალიან მკვეთრი გზავნილი მიიღო, ამ კანონმდებლობის გამო მკვეთრად გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ევროკავშირის ელჩმა, ევროპარლამენტის წევრებმა. შესაბამისად, ისინი იძულებულნი გახდნენ, ეს არაგონივრული კანონმდებლობა შეეჩერებინათ და, სავარაუდოდ, მისი მიღება აღარ მოხდება, რადგან ძალიან დიდი ნეგატივი დაინახეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – ქვეყნის გარეთ.

ასეთი კრიზისის პირობებში იმის მაგივრად, ეკონომიკას როგორ განვავითარებთ, კორონავირუსს როგორ დავძლევთ, ახალი პროექტების წარმოდგენის ნაცვლად, პირველი, რასაც ერთი კაცის ნების შემსრულებელი პარლამენტი იღებს, არის ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იარსებონ თუ არა, დაფინანსება უნდა შეუწყდეთ თუ არა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები