სერგო ჩიხლაძე – პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: ცუდი სიგნალია როგორც ქვეყნისთვის, ისე – საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის
“ეს ცუდი სიგნალია როგორც ქვეყნისთვის, ისე – საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” მრავალპარტიულ პარლამენტს ებრძვის.
,,ეს ცუდი სიგნალია როგორც ქვეყნისთვის, ისე – საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
თუ ამ კანონპროექტს დაამტკიცებენ, ეს იქნება კიდევ ერთი გზავნილი „ქართული ოცნებისგან“, რომ ისინი დემოკრატიული ჩარჩოებიდან გავიდნენ და მრავალპარტიულ პარლამენტს ებრძვიან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.