სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია გაიმართა

ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრმა” სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია გამართა.

აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს, რომ პარლამენტში განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომას დასწრებოდნენ, სადაც უმრავლესობის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ, რაზეც უარი მიიღეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომელთა დასმის საშუალებაც არ მიეცათ.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გაუნახევრდეთ სწავლის გადასახადი სტუდენტებს და ასევე აღუდგეთ სტატუსი იმ სტუდენტებს, რომელთაც 2020 წლის პანდემიის პერიოდში შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი”, – განაცხადა “პროგრესის ცენტრის” თავმჯდომარემ, ელენე ელბაქიძემ.

აქტივისტების ინფორმაციით, საქართველოში 75 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები