გიორგი გუგავა: უნდა გადავწყვიტოთ ახალი არჩევნების ბედი, სხვაგვარად კრიზისი ვერ განიმუხტება
“ლეიბორისტული პარტიის” წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის.
მისივე თქმით, ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში შექმნილი კრიზისი ვერ განიმუხტება.
“ჯერჯერობით, ე.წ. მე-5 რაუნდი ჩანიშნული არ არის. ეს, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რათა კომპრომისული წინადადებით მოვიდეს, რაც დაკავშირებული იქნება ახალ არჩევნებთან. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ახალი არჩევნების ბედი, სხვაგვარად ქვეყანაში შექმნილი უმწვავესი კრიზისი ვერ განიმუხტება”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.