შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაში ჩართულობა და მისი პრესტიჟი გაიზარდოს

“მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაში ჩართულობა და მისი პრესტიჟი გაიზარდოს”, – ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით პროფესიული განათლების ქართული დიპლომის აღიარების პერსპექტივებზე კითხვით მიმართა.

„ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა პროფესიულ განათლებას. განათლების სისტემაში დღეისათვის ეს მიმართულება საკმაოდ გაძლიერებულია, როგორც ყველაზე მოკლე გზას დასაქმებისკენ. რაც შეეხება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას, მაინტერესებს  – უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რა არის დაგეგმილი, ერთი მხრივ, გეოგრაფიული მდებარეობის გაზრდის კუთხით, მათ შორის, რეგიონების საჭიროებებიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს პროფესიულ განათლებაში ჩართულობა, აქედან გამომდინარე, მისი პრესტიჟით უნდა გაიზარდოს. ამ პროცესის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილი პროფესიული განათლების ქართული დიპლომის აღიარებაა და საინტერესოა თქვენი ხედვა ამ მხრივ, როგორი პერსპექტივაა”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები