გია ვოლსკი “ნაცმოძრაობაზე”: არსებობს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ექვემდებარებიან მიხეილ სააკაშვილს
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს, მმართველი გუნდის წარმომადგენელი გია ვოლსკი ეხმაურება.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ ვინაა “ნაციონალურ მოძრაობაში” მმართველ პოზიციებზე, ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც მიხეილ სააკაშვილის ექვემდებარება.
“არსებობს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ექვემდებარებიან მიხეილ სააკაშვილს და ამის იქით პრაქტიკულად ყველა თანამდებობა თუ პოლიტიკური პოზიცია არის არარაობა და არაფერს წარმოადგენს არც განხილვის დროს და არც პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით”,- აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. დღეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ.