ეკატერინე ტიკარაძე: არ ვიცი, სურს თუ არა პრემიერს ჩემი ხილვა მთავრობაში, მაგრამ დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, სურს თუ არა გიორგი გახარიას მისის ხილვა მთავრობაში, მაგრამ ამ საკითხზე მის გადაწყვეტილებას დაემორჩილება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, მოდით, დაველოდოთ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას. მე არ ვიცი, სურს თუ არა მას ჩემი ხილვა მთავრობაში, მაგრამ მე დავემორჩილები მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
14 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა. მთავრობის წევრების დასასახელებლად გიორგი გახარიას 7 დღე აქვს.