ამირან გამყრელიძე: თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, ინფიცირებულების მაჩვენებელი 5-6 ათასზე აგვივარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ 24 დეკემბერს ყველაფერი გაიხსნება და შეზღუდვები მოიხსნება, ინფიცირებულების მაჩვენებელი 5-6 ათასამდე გაიზრდება.

„თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება, პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება და ისევ აგვივარდება ინფიცირებულების მაჩვენებელი 5-6 ათასზე და შესაბამისად იანგარიშეთ, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი, სამწუხაროდ, შეიძლება, დამძიმდეს“, – განაცხადა ამირან გამყელიძემ.

28 ნომებერიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები