სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე აირჩიეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა, რომელზეც დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვიქტორ სანიკიძის კანდიდატურა წარუდგინა, რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას, ფრაქცია „ქართული ოცნების” წარდგინებით, აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა იქნა წარმოდგენილი. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის დებულება წარადგინა. მისი განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში აქტიური სამუშაოები უკვე გასწია და სხვადასხვა შინაარსის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მოამზადა. მისივე თქმით, აღნიშულ მიმართულებებზე კომიტეტი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას და დარგის სპეციალისტების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით არაერთ მნიშვნელოვან კონცეფციას და დოკუმენტს შეიმუშავებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები