განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა, რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარადგინა და მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე ასევე თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე გიორგი ამილახვარი აირჩიეს, რომლის კანდიდატურაც კომიტეტს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა. შალვა პაპუაშვილი, ისევე როგორც გიორგი ამილახვარი, მეათე მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით არის წარმოდგენილი.