დიმიტრი ხუნდაძე: იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტს და, მათ შორის, კომიტეტსაც ოპოზიციის გარეშე მუშაობა არ მოუწევს

“იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტს და, მათ შორის, კომიტეტსაც ოპოზიციის გარეშე მუშაობა არ მოუწევს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კომიტეტი მზადაა, გამოწვევებს გაუმკლავდეს.

„ჩავატარეთ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა. დავამტკიცე დებულება, რომელიც კომიტეტის მუშაობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. იცით, რომ კომიტეტის მუშაობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რადგან, სამწუხაროდ, ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. სასიხარულოა, რომ კომიტეტის შემადგენლობაში დარგობრივი ცოდნის ძალიან დიდი რესურსია ორი ყოფილი მინისტრის – ზაალ მიქელაძისა და დავით სერგეენკოს სახით, სხვა წევრებიც არიან საკმაოდ გამოცდილები და ვფიქრობ, კომიტეტი მზადაა, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს. იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტს და, მათ შორის, კომიტეტსაც ოპოზიციის გარეშე მუშაობა არ მოუწევს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები