პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად პაატა კვიჟინაძე და ირაკლი ზარქუა აირჩიეს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს და კომიტეტის დებულება დაამტკიცეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, კომიტეტის თავმჯდომარეს სამი მოადგილე ჰყავს, პირველი მოადგილე და ფრაქციების კვოტით წარმოდგენილი კიდევ ორი მოადგილე.
მან, თავმჯდომარისთვის მინიჭებული უფლებით, პირველ მოადგილედ პაატა კვიჟინაძის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომიტეტმა ასევე კენჭისყრით დაუჭირა მხარი კომიტეტის ერთ-ერთ მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების” კვოტით წარმოდგენილ ირაკლი ზარქუას კანდიდატურას.
რაც შეხება ოპოზიციის კვოტას, ეს ვაკანსია, ჯერჯერობით, თავისუფალი რჩება.