ამირან გამყრელიძე: ლუგარის ცენტრში რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს
“რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში გაკეთდა პროტოკოლი რეინფიცირებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ასეთ ფაქტებზე საჭიროა პირველადი დოკუმენტაციების ამოღება.
„აღნიშნული პროტოკოლი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლს ეყრდნობა – როდის უნდა დაადასტურო, რომ ნამდვილად გაქვს რეინფიცირების შემთხვევა. ეს ასევე გულისხმობს ამ ნიმუშების გენომის დაშლასა და მის მიხედვით გადაწყვეტილების მიღებას, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება. ამ ტიპის კვლევები ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს. რამდენიმე შემთხვევაა სწორედ ამოღებული – გაზაფხულისა და შემოდგომის, სადაც ამ ტიპის კვლევა მიმდინარეობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.