ამირან გამყრელიძე: 1 წლის განმავლობაში კოვიდით სიკვდილიანობამ ყველა ინფექციური დაავადებით გარდაცვალების მაჩვენებელს გადააჭარბა

“1 წლის განმავლობაში კოვიდით სიკვდილიანობამ ყველა ინფექციური დაავადებით გარდაცვალების მაჩვენებელს გადააჭარბა”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სიკვდილიანობისა და კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ევროპა მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

,,1 წლის განმავლობაში კოვიდით სიკვდილიანობამ ყველა ინფექციური დაავადებით გარდაცვალების მაჩვენებელს გადააჭარბა. საუბარია ოთხივე მთავარ მკვლელ ინფექციაზე. ესენია, ტუბერკულოზი, ცე და ბე ჰეპატიტი, შიდსი და მალარია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები