„ექვსის პლატფორმა“ – თურქეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა სამხეთ კავკასიას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა, „ექვსის პლატფორმა” შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას დაისვა.
”დღეს მე და ჩემმა ძმამ განვიხილეთ ექვსი ქვეყნის: აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთის მონაწილეობით ერთიანი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა. ეს კარგი თანამშრომლობა იქნება რეგიონის განვითარებისთვის”, – თქვა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ანკარა მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობას და, შესაბამისად, მზად არის, სომხეთისთვის გააღოს კარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები