ირაკლი კობახიძე: გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის ხვალინდელ სხდომაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათი გადასაწყვეტია.

კობახიძის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიები იქნებიან.

„ჩვენ გუშინდელ ბრიფინგზეც გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები და ამასთან არ იყო კავშირში ის საკითხები, რომელიც ჩვენ ამ ბრიფინგზე წამოვწიეთ. ბუნებრივია, ჩვენ კვლავაც ვართ მზად, რომ წამოვწიოთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ბრიფინგზე გავაჟღერეთ.

რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი – მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ამ სხდომაში. რომ გავიხსენოთ მე-9 მოწვევის პარლამენტი, 4 წლის განმავლობაში უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა და ა.შ. ამ პირობებში, როდესაც პარლამენტი რეფორმებს ახორციელებდა, რომ დავთვალოთ, ჯამურად, 2 წლის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში. ასეთი არის, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ბუნება. ზუსტად ეს უნდა დასრულდეს და აუცილებად დასრულდება. ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიჩვეულები ვართ ბოიკოტს. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ვერ გეტყვით – ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დაველოდოთ და ვნახავთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები