თურქეთი რუსულ ვაქცინას არ შეისყიდის

თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას არ იყიდის, რადგან ის ლაბორატორიულ პრაქტიკას არ შეესაბამება.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

“პრობლემა ისაა, რომ რუსული ვაქცინა ლაბორატორიულ პრაქტიკას არ შეესაბამება, ამიტომ, ის ჩვენს ინტერესებს სცდება”, – თქვა მინისტრმა.

ადრე თურქეთში არ გამორიცხავდნენ, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესყიდვა მოხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები