გიორგი გუგავა: ერთობლივი გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, ასეთი წესით შექმნილ პარლამენტს ვუცხადებთ ბოიკოტს

”ერთობლივი გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, ასეთი წესით შექმნილ პარლამენტს ვუცხადებთ ბოიკოტს”, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერი შევიდეს.

მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ არ აპირებს, გადაწყვეტილება შეცვალოს.

„გამოდის, რომ ჩვენი ღირსების საწინააღმდეგოდ ვხტებით იმ სარეცელზე, რაც გაამზადა ივანიშვილმა სწორედ ღირსების ასაყრელად. ჩვენ ამას არ ვაპირებთ და ვისაც უნდა, იმან გააკეთოს, ამას ვერ შეფუთავს ვერაფრით. ერთობლივი გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, ასეთი წესით შექმნილ პარლამენტს ვუცხადებთ ბოიკოტს, ეს საერთო გადაწყვეტილებაა, ან თუ ამ პრინციპს არღვევ, გერქმევა სხვა სახელი. ჩვენ გვაქვს საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, ხელიც მოვაწერეთ და ვახორციელებთ ბოიკოტირებას. ვინმე თუ წამოეკიდება რამე საცდუნებელს, თავის გადაწყვეტილებას შეცვლის, ამას საზოგადოებაც დაინახავს და პოლიტიკური სპექტრიც. არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდების. პარლამენტში შესვლა ჩუმად არ გამიგია. აქ თუ ვინმე აპირებს თავის პრინციპებზე უარის თქმას, ეს უკვე ნიშნავს რომ ჩაუგორდა ლოგინში ოლიგარქს, მიჰყიდა ეშმაკს სული“, – განაცხადა გუგავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები