ამირან გამყრელიძე: ადამიანს, რომელიც კორონავირუსს გადაიტანს, შეიძლება, შეხვდეს გრიპის ვირუსი

“ადამიანს, რომელიც კორონავირუსის ინფექციას გადაიტანს, შეუძლია, თავისუფლად ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გრიპის ვირუსი სხვა არის და კორონავირუსი – სხვა, ამიტომ, კორონავირუსული ინფექციის გადატანილ ადამიანს შეიძლება, შეხვდეს გრიპის ვირუსი. თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია. კოვიდვირუსული ინფექცია გადატანილმა ადამიანს შეუძლია, თავისუფლად ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა, ანუ კორონავირუსი გრიპის საწინააღმდეგოდ არ დაგიცავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები