ეკატერინე ტიკარაძე: ექიმების გარეშე არ დავრჩებით

“ექიმების გარეშე, მათი ინფიცირებიდან გამომდინარე, არ დავრჩებით”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 6.5%, არის.

„მანამდე გვქონდა 11%-ზე მეტი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომლებიც არის. ჩვენ გადავამზადეთ ოჯახისა და სოფლის ექიმების 90% , ასევე, ზაფხულის პერიოდში გადავამზადეთ 43 კლინიკის ექიმი. ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ და მათი ჩატარება არც ისე რთულია, რომ  წესების აღსრულება ან დაცვა ვერ მოხერხდეს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები